დათოს წერილი
ჯგუფი / დონე: V კლასი, A1 დონე, სახელმძღვანელო: ქართული ენა 5
თემა: დათოს წერილი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაიგებენ და გაიაზრებენ ტექსტს, აღწერენ კლასელის გარეგნობას.
A1 დონე
კითხვა:
- შემსწავლელს შეუძლია მარტივი ტექსტის მთავარი არსის გაგება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას დართული აქვს ილუსტრაციები.
- შემსწავლელს შეუძლია მისთვის საჭირო ძირითადი ინფორმაციის მოძიება.
ლაპარაკი:
- შემსწავლელს შეუძლია ადამიანის გარეგნობის მარტივად აღწერა.
- შემსწავლელს შეუძლია დროისა და თარიღის (რიცხვი, დღე, თვე, წელი, სეზონი...) განსაზღვრა.
- შემსწავლელს შეუძლია პასუხის გაცემა მარტივ შეკითხვებზე მარტივი სიტყვებით, გამოთქმებითა და წინადადებებით.
კავშირი ესგ-ესთან: .ქ.მ.V.6. ; ქ.მ.V. 9. ; ქ.მ.V.10; ქ.მ.V.18; ქ.მ.V.22;
ქ.მ.V.6. მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი წერილის წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს ავტორს, ადრესატს (თანატოლი, უფროსი);
· ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, რამდენი, როდის და სხვა).
ქ.მ.V. 9. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის ტექსტების წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აკავშირებს სათაურს ტექსტის შინაარსთან;
· ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
დრო
|
ფაზა
|
აქტივობის მიზანი
|
შემსწავლელთა აქტივობა
|
მუშაობის სოციალური ფორმები
|
სასწავლო მასალა, დამხმარე საშუალებები
|
მასწავლებლის აქტივობა
|
3-4წუთი
|
შესავალი
|
მოსწავლეთა მოტივირება:
1. კლასის ორგანიზება.
2. თემისა და ტექსტის სათაურის გაცნობა.
|
ილუსტრაციებისა და სათაურის მეშვეობით გამოთქვამენ ვარაუდებს რაზე იქნება საუბარი წერილში.
ილუსტრაციებს შეძლებისდაგვარად თანმიმდევრობით დაალაგებენ.
|
მთელი კლასი.
|
წიგნი, რვეული, კალამი.
|
მასწავლებელი ამოიკითხავს სიას. მიუთითებს ტექსტის სათაურს (დათოს წერილი), აჩვენებს ლუსტრაციებს და სთხოვს დაალაგონ ისინი თანმიმდევრობით; ისმენს მოსწავლეთა ვარაუდებს, თუ რაზე იქნება ტექსტი.
დამატებითი კითხვებთ ეხმარება მოსწავლეებს.
დანართი 1
|
5 წუთი
|
პრეზენტაცია
|
ახალი ტექსტის წარდგენა; ტექსტის გლობალური გაგება;
|
1. მოსწავლეები კითხულობენ
დათოს წერილს და პასუხობენ კითხვებს; 2.ამოწმებენ, ილუსტრაციების თანმიმდევრობა თუ არის სწორი.
|
მთელი კლასი
|
წიგნი გვ.23
დანართი2;
3 ილუსტრაცია;.
ფლივჩარტები;
დანართი 3;
დანართი 4.
|
მასწავლებელიაკრავს: თანმიმდევრობით ილუსტრაცებს და ფლივჩარტზე ამოწე რილ ფრაზებს (დანართი2);
სთავაზობს წაკთხონ ტექსტი (დანართი 3) და უპასუხონ კითხვებს
(დანართი 4)
|
10-11 წუთი
|
სემანტიზირება
|
ახალი ტექსტის შინაარის გაგება-გააზრება სელექციურ და დეტალურ დონეზე
|
1თავიდან კითხულობენ ტექსტს და პასუხობენ მასწავლებლის კითხვებს;
2. მოსწავლეები ტექსტიდან იმოწმებენ სათანადო ადგილებს და მასწავლებელს კარნახობენ სწორ პასუხებს.
|
ინდივიდუალური მუშაობა.
მთელი კლასი.
|
დანართი 5;
ფლივჩარტი,
მარკერი
|
მასწავლებელი სვამს კითხვებს ტექსტის დეტალური გაგებისთვის ( დანარ თი 5)და სთხოვს მოსწავლეებს პასუხები დაასაბუთონ ტექსტის მაგალითებით;
პასუხებს წერს ფლივჩარტზე.
|
15 წუთი.
|
გავარჯიშება
|
ტექსტში მოცემულ სიტყვებსა და ენობრივ-გრამატიკულ კონს- ტრუქციებზე ვარჯიში
|
დავალებები სრულდება ინდივიდუალურად, მაგრამ წყვილებში ამოწმებენ დავალებების სისწორეს.
მოსწავლეები კითხულობენ შესრულებულ დავა- ლებებს.
|
ინდვიდუალური
წყვილებში
|
დანართი 6
(დავალებები ცალ- ცალ კეა ძლიერებისა და სუსტებისათვის)
|
აქტიურად უსმენს და მხარდაჭერას გამოხა ტავს თითოეულის მიმართ. ინიშნავს მათ დაშვებულ შეცდომებს შემდგომი რეაგი რებისთვის.
|
10 წუთი
|
ტრანსფერი
|
ტექსტში შესწავლილი სიტყვებისა და ენობრივ-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით, მოსწავლეები აღწერენ(საუბრობენ) თავიანთი საუკეთესო მეგობრის შესახებ.
|
ინდივიდუალური
|
დანართი 7 ;
დანართი 8.
|
საუბარი რომ გაუად ვილოს,მასწავლებელი დაფაზე აკრავს დანარ თებს 7 და 8, ჯგუფებს ეხმარება ზეპირ გამოსვლაში და უმენს მათ პრეზენტაციებს; ინიშნავს შეცდომებს შემდეგი გაკვეთი ლებისთვის.
საშინაო დავალება: მოსწ. წიგნი გვ.81
|
ქ.მ.V.10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და
ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს და ასახელებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს
· ამოიცნობს აღწერითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ ნიშნებს (მაგ., ზედსართავი სახელების ჭარბი გამოყენება, ზმნების ძირითადად ერთი დროის ფორმით ხმარება და სხვა);
ქ.მ.V.18. მოსწავლეს შეუძლია ფუნქციურად გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· წერისას იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
· წერილის ადრესატის გათვალისწინებით იცავს სათანადო ეტიკეტს (მიმართვა-მისალმების, მოკითხვის, დამშვიდობების ფორმულები; ზმნების თავაზიანი ფორმები);
· ადამიანების/საგნების შესადარებლად იყენებს შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებს (...-თან შედარებით უფრო ...-ია / უფრო მეტად/ნაკლებად და სხვა);
დანართი 1
კითხვები სურათებისთვის:
· ვინ არის გამოსახული წიგნის 1-ლ სურათზე? მე-2 -ზე? მე-3 -ზე?
· მე-3 სურათის შესახებ რას იტყვით? რა არის ზედ გამოსახული ქალაქი თუ სოფელი?
· რა გგონიათ წლის რომელი დროა სურათზე ნაჩვენები?
· ანუ ჩვენი წერილი როდის უნდა იყოს დაწერილი?
დანართი 2
ფრაზები:
· ის ჩემზე უფროსია/უმცროსია/ მაღალია.
· ის ჩემი ტოლია
- ერთნარი ხასიათი გვაქვს/აქვს
- თაფლისფერი თვალები
- მოწაბლისფრო თმა
დანართი 3
I. გამარჯობა, ზაზა!
II. როგორ ხარ? მე კარგად ვარ. ახლა სოფელში ვარ. მე და ჩემი ბიძაშვილები კარგად ვერთობით - ყოველდღე ტყეში დავდივართ, მდინარეში ვბანაობთ და ვთევზაობთ.
III. აქ ერთი ბიჭი გავიცანი, ზურა ჰქვია. ზურა ბებიაჩემის მეზობელია. ის ჩემზე ერთი წლით უფროსია. ფეხბურთზე დადის. იცი, რა მაგრად თამაშობს ფეხბურთს?
IV. ზურა ძალიან კარგი ბიჭია, თან ძალიან მხიარული და ცნობისმოყვარეა. მე და ზურას ერთნაირი ხასიათი გვაქვს, გარეგნულად კი ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთი -საგან. ის ჩემზე მაღალი და გამხდარია. აქვს მოწაბლისფრო ხუჭუჭი თმა, მაღალი შუბლი და დიდი თაფლისფერი თვალები.
V. მოიკითხე შენი ძმა. ორივე ძალიან მენატრებით.
დათო
10.07 2015წ.
დანართი 4 (გლობალური გაგება)
- ვინ არის წერილის ავტორი (ვინ დაწერა წერილი)?
- ვინ არის დათოს წერილის ადრესატი (ვის სწერს დათო წერილს)?
- სად არის დათო (საიდან მოიწერა წერილი)?
- რას აკეთებს დათო სოფელში?
- დათომ სოფელში ვინ გაიცნო?
დანართი 5
- რით ჰგვანან დათო და ზურა ერთმანეთს?
- ზურა დათოზე უფროსია?
- რით განსხვავდებიან დათო და ზურა ერთმანეთისგან?
- დათო ზურაზე მაღალია?
- ზურას ცისფერი თვალები აქვს?
წინადადებები
|
სწორია
|
არ არის სწორი
|
ზურა ქალაქში ცხოვრობს.
| ||
ზურა დათოს ბებიის მეზობელია.
| ||
ზურა კალათბურთელია.
| ||
ზურა დათოს ბიძს მეზობელია.
| ||
ზურა ფეხბურთელია.
|
დანართი 6
ჩასვი სათანადო ადგილას: მხიარული, ერთნაირი, ზურა, გარეგნულად, მოწაბლისფრო, (ძლიერებისთვის)
შუბლი, მაღალი, განვსხვავდებით.
----------- ძალიან კარგი ბიჭია, თან ძალიან -------------------- და ცნობისმოყვარეა. მე და ზურას ----------------------------- ხასიათი გვაქვს, ------------------------------ კი ძალიან -------------------------------- ერთმანეთისაგან. ის ჩემზე ------------------------- და გამხდარია. აქვს ----------------------------- ხუჭუჭი თმა, მაღალი --------------------- და დიდი თაფლისფერი თვალები.
ტექსტის მიხედვით დაასრულე წინადადებები: (სუსტები)
· ზურას აქვს ------------------- თვალები.
· ზურა ძალიან მხიარული და ---------------------------------.
· ზურა დათოზე მაღალი და ---------------------------.
· ზურას აქვს -------------------------- თმა.
· ზურა თამაშობს -------------------------.
დანართი 7
კითხვები ტრანსფერისთვის:
· ვინ არის და რა ჰქვია?
· სად ცხოვრობს (ქალაქში, სოფელში)?
· რა ასაკისაა?
· შენზე უფროსია, თუ უმცროსი?
· როგორი ხასიათი აქვს?
· ხასიათით თუ გგავს?
· როგორი აგებულებისაა?
· რა ფერის თმა აქვს?
· როგორი თმები აქვს (მოკლე, გრძელი,ხუჭუჭი...)?
· როგორი შუბლი აქვს?
· რა ფერის თვალები აქვს?
· რა უყვარს?
დანართი 8
- რა ჰქვია ამ ბიჭს?
- სად ცხოვრობს ზურა ქალაქში თუ სოფელში? როგორ მიხვდი?
- როგორი ბიჭია ზურა?
- რა უყვარს ზურას?
- ხასიათის რა თვსებები აქვს ზურას?
- როგორი შუბლი და თვალები აქვს ზურას?
- სურათის მიხედვით, რა ფერის თმა აქვს დათოს?
- დათოს ხვეული(ხუჭუჭი) თმა აქვს? გძელი თმა აქვს თუ მოკლე?
- ბებიას რა ფერის თმა აქვს?
- რამდენი პერსონაჟია(მოქმედი პირი) ჩვენს წერილში?
- კიდევ თუ არიან სხვები მოხსენიებული?
დამატებითი კითხვები:
· ვინ არიან დათო და ზაზა ერთმანეთისთვის?
· დათოსთან ერთად კიდევ ვინ არიან სოფელში? როგორ მიხვდი? წაიკითხე ეს ადგილი.
· სად ცხოვრობს ზურა ქალაქში თუ სოფელში? როგორ მიხვდი?
· დათოს და ზურას ერთნაირი ხასიათი თუ აქვთ?
· როგორია დათო ზურასთან შედარებით?
· ზაზას ძმა ჰყავს თუ და? როგორ მიხვდი? (დაასაბუთე ტექსტის მიხედვით)
კითხვები წერლის სტრუქტურის გსარკვევად:
- როგორ იწყება წერილი? რა ჰქვია ამ ფორმას?
- საჭიროა თუ არა მიმართვა წერილში?
- რამდენი ნაწილისაგან უნდა შედგებოდეს წერილი?
- რა უნდა იყოს მოცემული მეორე ნაწილში?
- თარიღს სად ვსვამთ?
- რა ჰქვია მას, ვისაც წერილს ვწერთ?
- წერილისთვის დამშვიდობება თუ არის აუცილებელი?
დანართი 3 (წერილის სტრუქტურა)
- მიმართვა ადრესატს;
- მოკითხვა;
- ინფორმაცა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ;
- ძირითადი ამბავი;
- დამშვიდობება;
- ხელმოწერა;
- თარიღი
ემილიას წერილი
ჯგუფი / დონე: VII
კლასი, A2 დონე, 45 წთ
(გაკვეთილის) გლობალური მიზანი (ევროჩარჩოსთან
შედარება და მონიშვნა):
მოსწავლეები გაიგებენ და გაიაზრებენ ტექსტს,
დაწერენ საპასუხო წერილს.
A2
კითხვა:
- შემსწავლელს შეუძლია წაიკითხოს და
სრულყოფილად გაიგოს ისეთი მარტივი ტექსტი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ მასალას
მისთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით.
- შემსწავლელს შეუძლია წაიკითხოს და
გაიგოს პირადი წერილები, რომლებიც ეხება სხვადასხვა ურთიერთობას, გრძნობებსა
და სურვილებს.
ლაპარაკი:
·
შემსწავლელს შეუძლია პასუხის გაცემა მარტივ შეკითხვებზე მარტივი სიტყვებით, გამოთქმებითა და წინადადებებით. შემსწავლელს შეუძლია მოკლე ამბის მოყოლა მოვლენების თანამიმდევრობის დაცვით.
წერა:
·
შემსწავლელს შეუძლია მოკლე, მარტივი წინადადებებით მისთვის ნაცნობი საგნების, ადგილების, ასევე მოგზაურობის მიზნის აღწერა.
·
შემსწავლელს შეუძლია მარტივი, ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული წინადადებებით აღწეროს რაიმე მოვლენა, როდის და რა ვითარებაში მოხდა იგი.
·
შემსწავლელს შეუძლია ნაცნობი თემების შესახებ მარტივი ტექსტების შედგენა, საკუთარი აზრის წერილობით ჩამოყალიბება, მარტივი ისტორიის მოყოლა (მაგ., ლამაზად გატარებული არდადეგების ან მომავალი ცხოვრების შესახებ).
კავშირი ესგ-ესთან: ქ.მ.VII. 7; ქ. მ.VII.15; ქ.მ. VII.20.
ქ.მ.VII. 7. მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის (ღია ბარათის, პირადი წერილის) წაკითხვა და გაგება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ამოიცნობს მათ მისამართებსა და გაგზავნის თარიღს;
- ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, მოკითხვა, დაპატიჟება);
- ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, რა, როდის, რამდენი და სხვა);
- ამოიცნობს და ასახელებს ავტორს, ადრესატს;
ქ.მ.VII.15. მოსწავლეს შეუძლია პირადი წერილის დაწერა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იცავს კორესპონდენციის
ფორმალურ მხარეს;
·
ადრესატის გათვალისწინებით
შეარჩევს შესაბამის სტილს;
·
იყენებს მიმართვისა და
დამშვიდობების ადეკვატურ ფორმებს;
·
თანამიმდევრულად გადმოსცემს
ფაქტებს, მოვლენებს;
·
გამოხატავს საკუთარ
დამოკიდებულებას ფაქტისადმი/მოვლენისადმი /ადამიანისადმი;
·
გამოხატავს გრძნობებს,
განწყობილებებს, სურვილებს;
· ინფორმაციის გადმოცემისას იცავს ლოგიკურ კავშირებს.
ქ.მ. VII.20. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წერილობითი ტექსტის სტრუქტურა, შეუძლია გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს ამა თუ იმ ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-სტილურ საშუალებებს (მაგ., ხშირად გამოყენებული ესა თუ ის გრამატიკული ფორმები, სინტაქსური წყობა, ლექსიკა);
დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებს სათანადო ფორმულებსა და სიტყვათშეხამებებს;
დროში თანამიმდევრული მოქმედების გადმოცემისას იყენებს ერთი დროის ფორმებს;
იცავს მართლწერის წესებს ბრუნვის ნიშნებთან და ზმნის პირის ნიშნებთან დაკავშირებით.
დრო
|
ფაზა
|
აქტივობის
მიზანი
|
შემსწავლელთა
აქტივობა
|
მუშაობის
სოციალური ფორმები
|
სასწავლო
მასალა, მედიები, დამხმარე საშუალებები
|
მასწავლებლის
აქტივობა
|
2 წთ.
|
შესავალი
|
მოტივაციის ამაღლება, მიზნებისა და საგაკვეთილო აქტივობების
წარდგენა.
|
მოსწავლეები ეცნობიან მასწავლებლის მიერ წარდგენილ თემას და
აქტივობებს, რომლებიც უნდა გააკეთონ გაკვეთილის მიმდინარეობისას.
|
მთელი კლასი
|
ამობეჭდილი
ტექსტი: „მეგობ რის ამბავი“
( დანართი
1); ფურცლები, ფლივჩარტები, მარკერები.
|
„დღეს ჩვენი გაკვეთილის დღის წესრგი ასეთია:
4.წარმოადგენთ
პრეზენტაციას;
5. ერთობლივად
შევადგენთ საპასუხო წერლის გეგმას .
|
6
წთ.
|
პრეზენტაცია
|
თემის, რესურსებისა და კონტექსტის წარდგენა;
მოსწავლეებში მოტივაციის აღძვრა და წინარე ცოდნის გააქტიურება.
|
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, რა შეიძლება მოეწერა ემილიას, უჩნდებათ
ინტერესი , ვისი აზრი გაამართლებს და ელოდებიან ტექსტს.
|
მთელი კლასი
|
ამობეჭდილი ტექსტები, ფურცლები, ფლივჩარტები და მარკერები
|
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს
თურქეთში წასული თანაკლასელის შეტყობი ნებას, მათ რომ გამოთქვან თავიანთი მოსაზ რებები;
წარმართავს მოსწავლეთა მიერ მოსაზრებების გამოთქმას და ააქტიურებს
მათ ამ პროცესში. წაახალისებს მოსწავლეთა იდეებს, სვამს მაპროვოცირებელ
შეკითხვებს.
მასწავლებელი მოსწავლეთა იდეებს წერს ფლივჩარტზე.
შემდეგ კითხულობს ტექსტს და აძლევს 1-ლ დავალებას (დანართი 1).
|
7 წთ.
|
ს ე მ ა ნ ტ ი ზ ი რ ე ბ ა
|
მოსწავლეები გაიხსენებენ საჭირო კონსტრუქციებსა და ლექსი კურ ერთეუ ლებს.
კონტექსტის მიხედვით გაარკვევენ გაუგებარ სიტყვებს.
|
მოსწავლეები ჯერ ინდივიდუალუ რად კითხულობენ ტექსტს, ინიშნავენ
გაუგებარ გამოთქმებს და ადარებენ ჯგუფის სხვა წევრებთან.
|
ა)ინდივიდუალური;
ბ)ჰომოგენური ჯგუ ფები
|
ფურცლები, პასტები, ფლივჩარტები და მარკერები
|
მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას, აძლევს საჭირო მითითებებს.
იგი, შესაძლოა, დაჯდეს სუსტი მოსწავლეების მიერ დაკომპლექტებულ ჯგუფთან და დაეხმაროს
კითხვებზე პასუხის დაწერაში.
მასწავლებელი ყურადღებით უსმენს მოსწავლეთა წარმოდგენილ
ნამუშევრებს, აქებს მათ და არ განიხილავს შეცდომებს.
მოწავლეთა მიერ დაშვებულ შეცდომებს
მასწავლებელი ჩაინიშნავს და გაითვალისწი ნებს შემდგომი გაკვეთილების
დაგეგმვისას.
|
ტექსტის
გაგება-გააზრება
|
მოსწავლეები მონაწილეობენ სიტყვების მნიშვნელობის დაზუსტებაში. საჭირორბის
შემთხვევაში მიმართავენ მასწავლებელს.
|
მთელი კლასი
|
ფურცელი, კალამი, ფლივჩარტი, მარკერი;
დანართი 2;
დანართი 4
|
მასწავლებელს წინასწარ აქვს ჩანიშნული ის ფრაზები, რაც შეიძლება
გაუგებარი იყოს მოსწავლეებისათვის.
წარადგენს სიტყვებსა და , რომლებიც ტექსტში შეხვდებათ მოსწავლეებს
და რომელთა მნიშვნელობის ცოდნის გარეშე გართულდება ტექსტის გაგება. ესენია: მოვიკითხავ მთელ კლასს, ყოველთვის მენატრება,
დიდი ვაჟი, ექსკურიამძღო ლად მუშაობს, მეგზურობა გამიწიოს, რომელმე ჯგუფს მივეკედლებოდით, თვალს ვერ ვხუჭავდი (სიტყვების
ჩამონათვალი პირობითია და დამოკიდებუ ლია
მოსწავლეთა წინარე ცოდნაზე).
|
||
ტექსტის
გაგება-გააზრება
12-13
წთ.
|
მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ ტექსტს. მათ დასჭირდებათ
ტექსტის დეტალუ რი წაკითხვის სტრატეგიები, რომ ჯგუფებმა შეასრულონ მასწავლებ ლის მიერ მიცემული დავალება (დანართი
2).
პრეზენტაციის დროს მოუწევთ პასუხი იმ დამატებით კთხვებზე, რომლებიც მასწავლებელს
მათთვის არ მიუცია.
|
ინდივიდუალური,
ჯგუ
ფები
|
მარკერები, ფლივჩარტები, ფურცლები, კალმები,
დანართი 2.
|
მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს შეკითხვებს, რომლის მიხედვითაც
მათ გააზრებას უნდა გაართვან თავი; ძირითად ყურადღებას აქცევს იმ ჰომოგენურ
ჯგუფს, რომლის წევრებიც შედარებით ჩამორჩებიან ტექსტის გაგება-გააზრებაში.
თუმცა, სათანადო ყურადღება დათმობილი აქვთ სხვა ჯგუფებსაც.
|
||
5-7 წთ.
|
გავარჯიშება
|
მოსწავლეები უპასუხებენ მასწავლებლის შეკითხვებს, ამ დროს ტექსტიდან
იხმობენ სათანადო ადგილებს;
პრეზენტაციის დროს სხვა
ჯგუფის მოსწავლეები აკეთებენ ჩანიშვნებს შეცდომების შესახებ...
ხდება გრამატიკული ფენომენის იდენტიფიცირება (უწყვეტე
ლი-ხოლმეობითი), მსგავსება -განსხვავების დადგენა ვენის დაგრამით და სინტაქსური
კონსტრუქციების განსაზღვრა.
|
ჯგუფე
ბი
ჯგუფში
|
ტექსტები;
კითხვები;
ფლივჩარტები;
მარკერები
|
მასწავლებელი
სვამს შეკითხვებს ტექსტის მიხედვით. შეკითხვები შეეხება როგორც ექსპლიციტურ,
ასევე იმპლიციტურ ინფორმაციას. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს პასუხები დაასაბუთონ
ტექსტის მონაკვეთებით. საჭიროების შემთხვევაში ახალისებს განსხვავებული
მოსაზრებების გამოხატვასაც. (მაგალითად, შეკითხვაზე: „ემილიას დედა რატომ
დათანხმდა გოგონების სამოგზაუროდ მარტო წასვლაზე?“ გამოთქვამენ სხვადასხვა
ვერსიას.
პრეზენტაციის დროს მასწავლებელი აძლევს დამატებით შეკითხვებს (დანართი 3) .
მასწავლებელი თითოეული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აკეთებს
უკუკავშირს და აფასებს მოსწავლეების პასუხებს.
|
|
10 წთ.
|
ტრანსფერი
|
ახალი და განმტიკიცებული ენობრივი კონსტრუქციების სხვა სიტუაციაში
გადატანა.
|
მოსწავლეები ჯგუფებში
ალაგებენ ტექსტის არეულ თანმიმდევრობას და ახალი ფრაზებით ქმნიან წნადადებებს.
აწყობილი ტექსტისა და წინადადებების პრეზენტაცია, რვეულში ინიშნავენ
წერლის სტრუქტურას.
|
ჯგუფე
ბი
|
დაჭრილი ტექსტი (არეული თანმიმდევრობა)
|
მასწავლებელი უსმენს მოსწავლეთა პრეზენ ტაციებს, ინიშნავს საჭირო
ინფორმაციას, რო- მელსაც გამოიყენებს შემდეგი გაკვეთილების დაგეგმვისთვის.
აკეთებს პოზიტიურ უკუკავ შირს.
მასწავლებელი დაფაზე წერს წერილის სტრუქტურას, რომელსაც კლასი
კარნახობს
( დანართი 5)
აძლევს საშინაო დავალებას: წერილის სტრუქტურის
მიხედვით მისწერეთ ემილიას საპასუხო წერილი.
|
დანართი
2
კითხვები გააზრებისთვის:
u რა ჰქვა თხრობის ამ სახეობას?
u ვისი წერილია( ვინ არის ავტორი)?
u როდის არის დაწერილი წერილი?
u ვის სწერს ემილია წერილს( ანუ ვინ არის ადრესატი)?
u ემილია საპატიოდ თუ აცდენს სკოლას?
u რით გაამართლებთ მას?
u სად არის ემილიას დედა? რატომ?
u ვინ ჰყავს მეგობარი ემილიას დედას?
u სად
ცხოვრობს ემილიას დედის მეგობარი?
u ემილია
და დედამისი როდის წავიდნენ აიშანთან?
u გოგონა
თუ ჰყავს აიშანს?
u რა
ჰქვია მას?
u რაზე
ოცნებობდა ემილია?
u გოგონები
ვინ ჩაიყვანა კაპადოკიაში?
u ემილიას
დედა რატომ დათანხმდა გოგონების სამოგზაუროდ მარტო წასვლაზე?
დანართი
3
·
დამატებითი
კითხვები
·
ვინ არიან ერთმანეთსთვის ემილია და სევილია?
- რა ჰქვია ემილიას მამას? აიშანის მამას?
- ძმები თუ ჰყავს ემილიას?
- რა ჰქვიათ აიშანის ძმებს?
- რომელ საათზე წავიდნენ გოგონები კაპადოკაში?
- ვინ უყიდათ ქალაქში შესასვლელი ბილეთები?
- რა გგონია, მოეწონა ემილიას კაპადოკია? საიდან მიხვდი?
·
კითხვები წერლის სტრუქტურის გსარკვევად:
- როგორ იწყება წერილი? რა ჰქვია ამ ფორმას?
- საჭიროა თუ არა მიმართვა
წერილში?
- რამდენი ნაწილისაგან
უნდა შედგებოდეს წერილი?
- რა უნდა იყოს
მოცემული მეორე ნაწილში?
- თარიღს სად ვსვამთ?
- რა ჰქვია მას, ვისაც
წერილს ვწერთ?
- წერილისთვის
დამშვიდობება თუ არის აუცილებელი?
დანართი 4
ფრაზები:
- მოვიკითხავ მთელ
კლასს;
- ყოველთვის მენატრება;
- დიდი ვაჟი;
- ექსკურსიამძღოლად
მუშაობს;
- მეგზურობა გამწიოს;
- რომელიმე ჯგუფს
მივეკედლებოდით;
- თვალს ვერ ვხუჭავდი
დანართი 5
(წერილის სტრუქტურა)
- მიმართვა ადრესატს;
- მოკითხვა;
- ინფორმაცა საკუთარი
ჯანმრთელობის შესახებ;
- ძირითადი ამბავი;
- დამშვიდობება;
- ხელმოწერა;
- თარიღი
დანართი 1
გამარჯობა, ჩემო სევილია!
გწერ და მოვიკითხავ მთელ კლასსა და ჩვენს მასწავლებლებს.
როგორ ხართ? მე მშვენივრად ვგრძნობ თავს. ახლა ანკარაში ვარ დედასთან და ამიტომ ვაცდენ სკოლას, აქამდე ხომ იშვიათად ვაცდენდი. ხომ იცი, დედა წლებია თურქეთში მუშაობს და იშვათად ვხედავდი, ამიტომ ყოველთვის მენატრება. მამამ წინა კვირას ჩამომიყვანა დედასთან.
დასვენების დღეებზე კი დედამ თავის მეგობარ აიშანთან ჩამიყვანა კაბადოკიის მახლობელ სოფელში. მას ორი დიდი ვაჟი და ჩემი ტოლი გოგონა აისელი ჰყავს. მე და აისელი მალე დავმეგობრით და რა გგონია, რა მოვიფიქრეთ?! მოვისურვეთ მარტო წავსულიყავით კაბადოკიის დასათვალიერებლად, მე ხომ ასე ვოცნებობდი მის ნახვაზე...
დედაჩემმა უარი გვითხრა, აიშან დეიდა კი დაგვთანხმდა. თურმე, მისი ძმა ზაბიტი ექსკურიამძღოლად მუშაობს კაბადოკიაში და აისელი ხშირად დადის ბიძასთან. უფრო მეტიც, გოგონა ეხმარებოდა ზაბიტს ჯგუფების მომსახურებაში. ამტომ კარგად იცნობს იქაურობას, შეუძლა მშვენიერი მეგზურობა გამიწიოს (ან ბიძია ზაბიტის რომელმე ჯგუფს მივეკედლებოდით). დედამ ბევრი იფიქრა და, დაგვთანხმდა.
მთელი ღამე თვალს ვერ ვხუჭავდი, აისელს ველაპარაკებოდი ( და მასაც არ ვაძინებდი), როგორ ვივლიდით კაბადოკიის ქუჩებში, როგორ დავათვალიერებდით ყველაფერს... როგორ ავდგებოდთ დილით, ჩავიცვამდით, შევიდოდით კაპადოკიაში, რას ვნახავდით პრველ რიგში, რას გავაკეთბდით! ერთი სიტყვით, ალბათ, კიდევ დიდხანს ვიოცნებებდი, რომ არ გათენებულიყო.
აისელის მამამ დილთ ძალიან ადრე მიგვიყვანა ამ ზღაპრული ქალაქის შესასვლელთან. ჩვენ ბილეთბი ავიღეთ და შევედით. კაბადოკიაზე საოცარი შთაბეჭდილება დამრჩა (ამაზე მოგვიანებით მოგწერ).
ახლა კი გკოცნი შენი ემილია.
7.06 2015 წ.
P.S.
ემლიას წერილი -
ტექსტი შედგენელია ძირითადად იმ ზმნებით,
რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ და ამიტომ არ უნდა გაუძნელდეთ მისი გაგება-გააზრება;
- იხილეთ პრეზენტაცია
Комментариев нет:
Отправить комментарий