ინტეგრირებული გაკვეთილის
გეგმა
საგნები: ქართული ენა; მშობლიური( აზერბაიჯანული ) ენა
კლასი: მე-7
დონე: მე-7
თემა: ზმნის წარსული დასრულებული და მომვალი დროის ფუნქციები აზერბაიჯანულსა და ქართულში(წყვეტილი და II კავშირებითი)
და მათი კონსტრუქციები.
რესურსი: ქართული ენის
სახელმძღვანელო არაქართულენოვანი სკოლებისათვის მე-7 დონე.
გაკვეთილის მიზნები:
ქართული ენა:
მოსწავლეები გაარკვევენ სხვაობას ქართულ და აზერბაიჯანულ ზმნებს შორის; გაიგებენ მოთხრობითი
ბრუნვის კონსტრუქციას და მის თავისებურებებს;
მოსწავლეები შეაჯერებენ ორივე საგანში მიღებულ ცოდნას;
გაიღმავებენ მოთხრობითი ბრუნვის კონსტრუქციის ცოდნას;
მოახდენენ შესწავლილი მასალის ტრანსფერს.
მშობლიური ენა: მოსწავლეები
გაიხსენებენ წარსული და მომავალი (ნატვრითი)დროის ზმნების წარმოებას; თარგმნიან უღლების
ნიმუშებს და შეუწყობენ პირებს; გაარკვევენ, რომ მათ ენაში არ არსებობს მოთხრობითი ბრუნვა.
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები:
საკითხის წინასწარი მიმოხილვა;ახსნა, რატომ
გახდა საჭირო ორი ენის კონსტრუქციების პარალელურად განხილვა;მინი ლექცია; ინტერაქცია;
სქემა: „ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე“.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებს
აქვთ გარკვეული ცოდნა წყვეტილისა და II კავშირებითის
შესახებ; აქვთ ინფორმაცია ქართული ზმნის თავისებურების შესახებ.
იციან წარსული და მომავალი დროის ფორმების წარმოება
მშობლიურ ენაზე.
კავშირი ესგ-სთან:
ქ. მ.VII.16. მოსწავლე მომავალში შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულებას(სურვილი, ვარაუდი, ბრძანება,
თხოვნა, აკრძალვა) გამოხატავს II კავშირებითის ფორმით;
·
სწორად ხმარობს სუბიექტისა და
ობიექტის ბრუნვის ფორმებს ნასწავლ რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებში.
ქ.მ. VII.20. მოსწავლე განარჩევს და იყენებს ზმნების
შესაბამისი დროის ფორმებს (აწმყო, უწყვეტელი,
წყვეტილი, მყოფადი, II კავშირებითი) კონკრეტულ ენობრივ კონსტრუქციებში (მაგ., ახლა ვაკეთებ, გუშინ გავაკეთე, ხვალ გავაკეთებ/
უნდა გავაკეთო/გააკეთო);
მშობლიური ენა:VII 16 - მოსწავლეს
შეუძლია გაიგოს ზმნის სხვადასხვა დროის ფორმა და მათი კონსტრუქციები.
#
|
ფაზა
|
აქტივობა
|
ორგანიზების ფორმა
|
დრო
|
რესურსი
|
1.
|
1-ლი
|
1.მისალმებისა და სიის ამოკითხვს შემდეგ ვიკითხე: თუ ხვდებით,
რატომ ვართ მე და სოლმაზ მასწავლებელი დღეს ერთად თქვენს გაკვეთილზე? გამოთქვამენ
ვარაუდებს; მასწავლებელი აცნობთ გაკვეთილის მოკლე მონახაზს და მიზანს.
2.მე და სოლმაზ მასწავლებელმა აღმოვჩინეთ, რომ ზმნის
ზოგი დრო ამ ორ ენაში ერთნაირად იწარმოება ,ზოგ რამეში კი განსხვავდება.მოდი, ვნახოთ
თქვენ რა იცით. ვსვამ კითხვებს:დნართი
1-ლი;
რისი გაგება გსურთ კიდევ? მათი პასუხების მიხედვით
შევავსე „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ სქემის 1-ლ და მე-2 სვეტი.
|
მთელი კლასი
მთელი კლასი
|
2წ.
7წ.
|
დაფა, ცარცი
დანართი 1
სქემა „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“
|
2.
|
მე-2
|
1.მშობლიური ენის
მასწავლებელმა მიაწოდა საჭირო ინფორმაცია.
2.აზერბაიჯანული ენის მასწავლებელმა შეკითხვებით შეაჯამა გაგება.
(მოსწავლეები დაფასთან მუშაობდნენ)
3.მოსწავლეებს ვუთხარი, რომ ქართულში ზმნის დროები
მწკრივების მეშვეობით გადმოიცემა( მინი ლექცია)
4.კითხვებით შევაჯამე მინი ლექციის გაგება
5.მოსწავლეები ინდივიდუა ლურად გამოვიყვანე დაფასთან
და „ვათარგმნინე“ აზერბაიჯა ნული უღლების
პარადიგმა
6.მოსწავლეები დავყავი ოთხ ჯგუფად. მიეცათ დავალება:
ა)შეედგინათ ვენის დიაგრამა ორივე ენის ზმნებზე;
ბ)2 ჯგუფს 5ზმნა წყვეტილში წინადადებების შესადგენად,
2- 5ზმნა II კავშირებითში წინადადებების შესადგენად
|
მთელი კლასი
მთელი კლასი
მთელი კლასი
მთელი კლასი
ინდივიდ.
ჯგუფში მუშაობა
|
3წ.
5წ.
3წ.
.
5წ.
5წ.
7-8წ
.
|
ცარცი, დაფა
წყვეტილისა და
II კავშირე ბითის სქემები
დანართი 2
ვიდეორგოლი
ფლივჩარტები
|
3.
|
მე-3
|
1. ნამუშევრების პრეზენტაცია
2. მოსწავლეები ინდივიდუალურად ავსებენ „ვიცი-მინდა
ვიცოდე-ვისწავლე“ სქემის მესამე სვეტს.
საშინაო
დავალება:
მშობლიური ენა: აუღლონ 5 ზმნა
მოცემულ დროებში და შეადარონ ქართულთან.
ქართული
ენა: შეადგინონ 10 წინადადება მიცემული 5 ზმნის გამოყენებით
ორივე მწკრივში(III პირის ფორმების გამოყენებით).
შეფასება:
გაკვეთილის შესაფასებლად გამოვიყენე განმავითარებელი
შეფასება.
შეფასების ინსრუმენტი - დაკვირვება, შედგენილი წინადადებები.
|
ინდივიდ.
ინდივიდ.
|
5წ.
1-2წ.
1წ.
.
|
რვეული, კალამი
|
დანართი 1
·
რა არის ზმნა?
·
რა დანიშნულება აქვს ზმნას?
·
რამდენი პირი აქვს ზმნას?
·
რამდენი რცხვი
აქვს ზმნას?
·
რამდენი დრო აქვს ზმნას?
·
ერთ მწკრივში ზმნის სულ რამდენი ფორმა გვაქვს?
·
რით განსხვავდება ქართული ზმნა აზერბაიჯანულისაგან?
·
რა დროები (აზერბაიჯანულში) და მწკრივები (ქართულში)
გაქვთ ნასწავლი?
დანართი
2
·
ახლანდელი დროის ზმნები რომელი მწკრვის ფორმებია?
·
წარსული დროის ზმნები რომელი მწკრვის ფორმებია?
·
მომავალი დროის ზმნები რომელი მწკრვის ფორმებია?
·
ქართული ზმნები თავისებურებების გამო რამდენ ჯგუფად
დავყავით?
(აქტიური, პასიური და მანიანი)
·
როგორ ვიგებთ, ზმნა აქტიურია თუ პასიური? დაასახელეთ
მაგალითები.
·
როგორ ვარკვევთ მანიან ზმნებს? დაასახელეთ მაგალითები.
·
რა დაბოლოებები გვაქვს წყვეტილში? რას გვიჩვენებს ეს
მწკრივი ქართულში და აზერბაიჯანულში?
·
ქართულში რომელ ბრუნვაში დგას სუბიექტი წყვეტილში? რომელი
ზმნის? აზერბაიჯანულში?
·
რას გადმოგვცემს II კავშირებითი?
შესაბამისი დრო აზერბაიჯანულში?
·
რომელ ბრუნვაში დგას სუბიექტი II კავშირებითში?რომელი ზმნის?
აზერბაიჯანულში?
·
მაინც რაში გვჭირდება იმის გარკვევა, ზმნა აქტიურია,
პასიური თუ მანიანი?
რეფლექსიის მაგიერ
ამონაწერი
ქ. გარდაბნის #3 საჯარო სკოლის ქართული
ენის კათედრის სხდომიდან (შედგა 2014წ. 19 ნოემბერს გაკვეთილის ჩატარების შემდეგ):
ზარიფა სამედოვა (კათედრის
თავმჯდომარე):“რომ გავიგე, ქეთინო ასეთი გაკვეთილის ჩატარებას აპირებდა, გამიკვირდა,
რა საერთო უნდა ენახა ამ ორი ენის ზმნებს,
ან დროების წარმოებას შორის? თან როგორც ვიცი, სუსტი კლასია VIIგ
და მეგონა, ბავშვები არ გაუმართლებდნენ და არაფერი გამოვიდოდა.
გაოცებული ვუყურებდი, მოსწავლეები როგორ აქტიურობდნენ და პასუხობდნენ ორივე ენაზე.
თურმე, მონდომება ყოფილა საჭირო და, არაფერი იქნება შეუძლებელი. ახლა მივხვდი, რომ
ასეთი გაკვეთილების დაგეგმვა აუცილებელია, ამით ორივე ენის მასწავლებლები მოვიგებთ,
უკეთ გაიგებენ და აღიქვამენ ჩვენი აღსაზრდელები აზერბაიჯანულსაც და ქართულსაც და სწავლის
მეტი ინტერესიც გაუჩნდებათ. მაინტერესებს, როგორ გაჩნდა ასეთი გაკვეთილის ჩატარების
იდეა?“
ქეთევან სოხაძე:“სიმართლე
გითხრათ, არ მეგონა, ეს საჩვენებელ გაკვეთილად თუ იქცეოდა. დასწრება იმიტომ გთხოვეთ,
მაინტერესებდა, ერთობლივი გაკვეთილების დაგეგმვა სხვა ენების წარმომადგენლებთან, მარტო
აზერბაიჯანულის კი არა, ინგლისურის ან რუსულისა თუ იყო შესაძლებელი. როგორ შეხვდებოდნენ
ამას ჩვენი კოლეგები. ვიცი, რომ არცერთ ამ ენაში მოთხრობითი ბრუნვის კონსტრუქცია კი
არა თვით ეს ბრუნვაც კი არ არსებობს. არადა, მარტო ამ მეშვიდეს კი არა, ყველას ძალიან
უჭირს მოთხრობითი ბრუნვით წინადადებების გამართვა. დაბალი კლასებიდან მხოლოდ ერთი მე-4 კლასი მყავს და ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებაში
ან მათემატიკაში უნდა ჩამეტარებინა... სოლმაზ მასწავლებელთან საუბარში გავარკვიე, რომ
პროგრამით აზერბაიჯანულშიც ზმნის დროებს გადიოდნენ. ვკითხე რომელ დროს და ჩემი გასაჭირიც ავუხსენი წყვეტილთან და მეორე
კავშირებითთან დაკავშირებით. მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე დროთა წარმოების მსგავსება
არსებობდა და ვთხოვე, დაგვეგემა ერთი გაკვეთილი. აი, სულ ეს იყო იდეა. გაკვეთილზე კი
დამთახმდა, მხოლოდ ერთი პირობით, ერთ-ორის გარდა არავინ დაგვესწრებოდა და მასაც არ
გადავიღებდი.
რაც შეეხება გაკვეთილის მეორე მხარეს, აქ მხოლოდ
ზედაპირული მსგავსების გამოვლენა იყო საჭირო, რაც მოვახერხეთ კიდეც, თორემ სიღრმისეული
ათვისება და გაგება ამ საკითხისა შემდეგ გაკვეთილებზე უნდა მოხდეს. საბოლოო ჯამში ეს
თუ შევძელი, თქვენც კარგად იცით, ამ ბავშვებს უკვე სანახევროდ ეცოდინებათ ქართული
.“
მარინე დვალიძე: “ამ
ეშვიდე კლასში შესვლა არავის სურს, რადგან საშუალოზე დაბალი დონის განვითარებისად მიიჩნევენ
მოსწავლეებს და მათთან მუშაობას შეუძლებლად თვლიან. დღევანდელმა გაკვეთილმა კი დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერი ყოფილა და
ამ ბავშვებს საკმაოდ კარგი პოტენციალიც კი ჰქონიათ. მარტო ამისთვის ეკუთვნის ქეთინოს
მადლობა, უკვე აღარაფერი რომ ვთქვათ ჩვენს პროფესიულ გამოფხიზლებაზე, რომ ხშირად უნდა
ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილები მათი მშობლიური ენის მასწავლებლებთან ერთად. ალბინამ
რომ თარგმნა და ქართულის მიხედვით გაასწორა მესამე პირის ფორმები, გამკვირადა, რა დონეზე
უნდა ჰქონდეს ბავშვს უკვე ეს გამჯდარი, რომ
სგავსი რამ შეძლოს. თან უკვე ქართველი ბავშვებიც აღარ სწავლობენ ასე გრამატიკას. ბოლოს,
იმასაც ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, გრამატიკული მასალის გარეშე სხვა ენის
ათვისება შეუძლებელია.“
Комментариев нет:
Отправить комментарий