რეფლექსია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გეგმა
 ( რეფლექსია)


 
    მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით შევადგინე თვითშეფასების ფურცელი და ამის შემდეგ პროფესიული განვითარების გეგმა. თვითშფასების ფურცელში თითოეული მიმართულებსათვის ქულები განვსაზ ღვრე 1-დან 3-მდე და ისე შევაფასე საკუთარი თავი. მიღებული შედეგის მიხედვით შევეცადე ჩამომეყალიბებინა პროფესიული განვითარების გეგმა.
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და  მართვა:
                  ინტეგრირებული გაკვეთილი:რთული, როგორც მეორე ენა და აზერბაიჯანული ენა.
             თემა: ზმნის წარსული დასრულებული  და მომვალი დროის ფუნქციები აზერბაიჯანულსა და ქართულში(წყვეტილი  და  II კავშირებითი) და მათი კონსტრუქციები.
სასწავლო რესურსის შექმნა:
პრეზენტაცია თემისა:  მოთხრობითი (ერგატიული) ბრუნვის კონსტრუქციის სწავლებისათვის.             
          3.პროფესიულ  განვითარებაზე ზრუნვა
            ა) ტრენინგი:1) G-PREID-ის ტრენინგი „კითხვისა და წერის სწავლება ქართული, როგორც მეორე ენაში I-VIკლასებში“;
 “2) მასწავლებლის  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი          „ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებისა და დრგობრივი ტექსტების დიდაქტიზირების ძირითადი პრინციპები“ მის ფარგლებში ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების კურსი (ტრენერთა ტრენინგი).
           ბ)კონფერენცია: 1) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენცია „ვერბლური კომუნიკციური ტექნოლოგიები-IV“  მონაწილე (თემა: „ქართული ზმნის ერგატიული კონსტრუქციის სწავლებისათვის“);

2)  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია  -მონაწილე (თემა:„ქრთულ-შუმერული პრალელები დროის ლექსიკაში“);
3) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი- მეორე ეროვნული კონფერენცია- „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“-მონაწილე(თემა:“ბრუნვაცვალებადი სუბიექტის სწავლების საკთხები“);
4) სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი „განათლების თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები“-მონაწილე(თემა: დატიური კონსტრუქციის სწავლებისათვის);
 რატომ ავირჩიე ეს საკითხები?
პროგრამით „ქართული ენა მომავალი წარმატებსთვის („ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“)“ უკვე მეოთხე წელია ვასწავლი გარდაბნის #3 საჯარო აზერბაიჯანულ სკოლაში. პრაქტიკამ დამარწმუნა, რომ აზერბაიჯანულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლები საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დგანან. სახელმწიფო ენის სწავლების საკითხებზე ქვემო ქართლის რეგიონში სასწავლო პროცესის გარდა არსებულ გარემო და მოსახლეობის ტრადიციები ახდენს დიდ ზეგავლენას, კონკრეტულად: პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვას სჭირდება ხელშემწყობი გარემო:
·         საბაზისო ცოდნა მშობლიურ ენაზე;
·         ქართულენოვანი გარემო;
·          სწავლის პრიორიტეტულად გამოცხადება;
·          მშობელთა აქტიური ჩართულობა;
·          გოგონების  ნაადრევი გათხოვებისა და სკოლიდან გაყვანის ტრადიციის აღმოფხვრა;
·          გაცდენების რაოდენობის მაქსიმალური შემცირება;
·         ინკლუზიური განათლების დანერგვა(სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებთან მუშაობა ოფიციალური დოკუმენტაციის შესადგენად)...
  სწორედ ეს პრობლემები ხვდება  სწავლებისას დღეს პედაგოგს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი პედაგოგიური კადრების პროფესიული ცოდნის დაბალი დონე და პედკოლექტივის ქართული ენის უცოდინარობა და  სწავლების თანამედროვე მეთოდების არცოდნაა.



ინტეგრირებული გკვეთილი:
თემა: ზმნის წარსული დასრულებული  და მომავალი დროის ფუნქციები აზერბაიჯანულსა და ქართულში(წყვეტილი და II კავშირებითი) და მათი კონსტრუქციები.
კლასი: VII
გაკვეთილის მიზანი: ა)მოსწავლეებში:
·         გამომუშავებულიყო ზმნათა წარსული და მომავალი (სპეციფიკური)დროის ფორმების წარმოება  ორივე ენაში;
·         გაერკვიათ განსხვავება მშობლიური და ქართულ ენის ზმნურ კონსტრუქციებში; 
·         გაეთავისებინათ ერგატიული (მოთხრობითი) ბრუნვის კონსტრუქცია.

ბ) მასწავლებლებში:
·         ერთობლივად გკვეთილს დგეგვისა და თანამშრომლობის უნარის გამომუშავება;
·         სამფაზიანი მოდელის გათავისება;
·         ბილინგვური სწავლების მეთოდების გათავისება და შეფასება.
   საყურდღებოა ის, რომ სკოლა არაქართულენოვანია და საჭირო  გახდა ბილინგვური სწავლების მიდგომების გამოყენება, რისი საშუალებაც  მომცა    ტრენინგმა, რომელიც ბილინგვურ  სწავლებას ეხებოდა.
     დასახული ამოცანის გადაჭრაში (ენობრივი კომპეტენციის გათვალისწინებ) დამეხმარა ჩემი მოსწავლეების წინარე ცოდნა და საკუთარი გამოცდილება (1985 წლიდან ვასწავლი არაქართულენოვან მსმენელებს). ხარაჩოს მეთოდზე დაყრდნობა და ინტერაქციის გამოყენება საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. განსაკუთრებით მოეწონათ მშობლიურ ენაზე ახსნილ მასალასთან ქართული ზმნის ფორმების შედარება. ამ უკანასკნელმა საშუალება მისცათ გაერკვიათ, რომ მოთხრობითი ბრუნვის კონსტრუქცია და საერთოდ ბრუნვაცვალებადი სუბიექტი მხოლოდ ქართულ ში აქვთ (არც აზერბაიჯანულში, არც ინგლისურში და არც რუსულ ში). მერე ისიც გასაგები გახდა მათთვის, რომ ქართულის ყველა ზმნის სუბიექტი კი არ ჯდება წყვეტილსა და II კავშირებთში მოთხრობით ბრუნვაში, არამედ მხოლოდ აქტიური ზმნისა. ეს მათთვის  თვალნათელი მაგალითი გახდა და კარგად დაიმახსოვრეს. შემდეგ დაწერეს წინადადებები ჩემ მიერ  წინასწარ  შერჩეული ზმნებით. მართალია, ყველამ სწორად ვერ დაწერა ყველა წინადადება, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ არსი გაიგეს და თანდათან უკეთ გაითავისებენ ამ ყველაფერს.
კოლეგებს მიეცათ საშუალება ეს გამოცდილება საკუთარ პრაქტიკაში გამოიყენონ.
  პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მიმართულებით  მოვისმინე და ჩავატარე არაერთი  ტრენინგი.
წარმოდგენილი მასალა ეყრდნობა მასწავლებლის სტანდარტიის შემდეგ პუნქტებს:
ა)მასწავლებელს შეუძლია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად  სწავლების მიზნით;
 ბ) მასწავლებელმა იცის, როგორ  გამოიყენოს პროფესიული განვითარების სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გასავითარებლად;
გ) იცის სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და აანალიზებს მათ  შესაძლო  შედეგს კონკრეტულ  სიტუაციაში;
დ) მასწავლებელი იცნობს   მულტიკულტურულ  და მულტილინგვურ მიდგომებსა და პრინციპებს და იყენებდეს მას საკუთარი პრაქტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
·         ეგულარულად ვუტარებდი ტრენინგებს გაკვეთილების დაგეგმვაში #6 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლებს ლალი ნათიძესა და ნინო ფერცულიანს.
·         ჩემი სკოლის 9 მეთორმეტეკლასელს მე-2 სემესტრში ვუტარებდი ქართული ენის პრაქტიკულ კურსს და ყველამ წარმატებით ჩააბარა გამოცდა(კურსის პროგრამა ატვიირთულია).
 ტრენინგი: მოვისმინე ა)ტრენინგების ციკლი G-PREID-ისა  „კითხვისა და წერის სწავლება ქართული, როგორც მეორე ენაში I-VIკლასებში“. 
   ეს არის დიდი დახმარება დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის გაკვეთილების დაგეგმვით, მცრე ზომის ავთენტური ტექსტებით, პოსტერებითა და სხვა თვალსაჩინოებებით, რაც აადვილებს საგაკვეთლო პროცესების მართვას. და სასიხარულოა, რომ  ეს მასალები გადაეცა ამ პროექტში მონაწილე ყველა სკოლას.
ბ)მასწავლებლის  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი  „ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებისა და დრგობრივი ტექსტების დიდაქტიზირების ძირითადი პრინციპები“ მის ფარგლებში ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების კურსი (ტრენერთა ტრენინგი).
  მიუხედავად  იმისა, რომ მეთოდური გადამზადების სხვდასხვა ტრენინგებო მქონდა გავლილი, ეს ტრენინგი საინტერესო აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ ენის სწავლების ოთხი მიმართულება: მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი და წერა წარმოდგენილი იყო სხვა რაკუსით, გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი განვიხილეთ  უფრო დაწვრილებით, ხუთ  ფაზად  დაშლილი:
·         წვდომა/გაგება------   შესავალი
                                       პრეზენტაცია
·         გავარჯიშება--------   სემატიზირება
                                      გავარჯიშება
·         დაუფლება    --------ტრანსფერი

      საინტერესო  ისიც იყო, რომ ტრენინგის მსვლელობისას ინტერნეტრესურსების გამოყენებით  დავგეგმეთ   75  გაკვეთილი და ილიას უნივერსიტეტის ელექტრონულ    პორტალზე ავტვირთეთ ურთიერთგანხილვისათვის. ასეთი მიდგომა პროფესიული ზრდისთვის ნაყოფიერი გამოდგა ტრენინგში ჩართულობისათვის.
კონფერენცია:
1.    02-05 ოქტომბერს ვმონაწილებდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციში „ვერბლური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-IV“  და წარვადგინე თემა: „ქართული ზმნის ერგატიული კონსტრუქციის სწავლებისათვის“.
         ჩემი მიზანი იყო კოლეგებისათვის გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება. მიმეღო  მათგან ფასეული რეკომენდაციები. თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.
2.    09-12 ოქტომბერს მონაწილეობა მივიღე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ქართველოლოგიურ კონფერენციში თემით „ქრთულ-შუმერული პრალელები დროის ლექსიკაში“.
წარმოდგენილმა საკითხებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია.
3.    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი- მეორე ეროვნული კონფერენცია (18-20 დეკემბერი) - „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“- მონაწილე.
თემა:“ბრუნვაცვალებადი სუბიექტის სწავლების საკთხები“.
       ჩემი მიზანი იყო კოლეგებისათვის გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება. მიმეღო  მათგან ფასეული რეკომენდაციები. თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.
4. 2014 წლის 26-27 დეკემბერს მონაწილეობა მივიღე
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში            განათლების თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები, სადაც წარმოვადგინე თემა  დატიური კონსტრუქციის სწავლებისათვის “.
            ჩემი მიზანი იყო კოლეგებისათვის გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება. მიმეღო  მათგან ფასეული რეკომენდაციები. თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.
სასწავლო რესურსის შექმნა:
              პრეზენტაცია  მოთხრობითი (ერგატიული) ბრუნვის კონსტრუქციის სწავლებისათვის.
მიზანი: მეჩვენებინა კოლეგებისათვს შედარებით მარტივი მეთოდი ერგატიული კონსტრუქციის ზმნების სწავლებისათვის.
ეს რესურსი პასუხობს მასწავლებლის სტანდარტის  შემდეგ პუნქტებს:
        ა)მასწავლებელს შეუძლია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად  სწავლების მიზნით;
ბ)იცის, როგორ გამოიყენოს კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხი კოლეგებთან, მშობლებთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობებისთვის;
  მოთხრობითი ბრუნვის კონსტრუქციის პრაქტიკული გამოყენება ათეული წლებია, აქილევსის ქუსლია არა თუ აზერბაიჯანულენოვანი, არამედ ყველა არაიბერიულ-კავკასიური ენის წარმომადგენლისათვის. ხშირად მომისმენია ჩივილი მასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავ ლებლების ლექტორებისაგან, რომ  მათი აღსაზ რდელების ან მსმენელების მხოლოდ 8-10% პროცენტს თუ შეუძლია ამ თვალსაზრისით წინადადების სწორად აგება.
  ერგატული კონსტრუქციის გამოყენებით ზმნების სწავლება მხოლოდ შეგნებული სწავლების და თან მცირე სალექციო კურსის მეთოდით არის წარმოდგენილი(ვინაიდან, ეს ერგატივი არც აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენაში  არ გვაქვს შედარება- შეპირისპირებს ხერხი აქ გამოუსადეგარია). უნდა აღინიშნოს, რომ დავეყრდენი ქართული ენის VI დონის სახელმძღვანელოს, რომელშიც უკვე პროგრამულად არის მოცემული წყვეტილის მწკრივი - მისი წარმოება და ფუნქციები. წარმოდგენილია მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის  ვიდეომასალები.
 სალექციო მოკლე კურსი(ინტერაქტივით) კი ეყრდნობა აქტიური და პასიური ზმნების გამიჯვნისა და მათი ბრუნვაცვალებადი თუ ბრუნვაუცვლელი სუბიექტის ბუნების გაბსაზღვრასა და გათავსებას. ამავე დროს განუზომელია თვალსაჩნოებისა და სკომუნკაციო ტექნოლოგიების როლი ენის შესწავლისას, როცა თვალით ნანახი ერთვის სიტყვით გადმოცემულს და ამას ემატება სწავლა კეთებით.
შედეგად მოსწავლეებმა აიმაღლეს ცოდნის დონე, რაც გამოავლინეს ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის დროს.
 ამ მასალის პრეზენტაციის სახით წარდგენამ კი ჩემს კოლეგებს საშუალება მისცა გასცნობოდნენ ერგატიული კონსტრუქციის სწავლების მოკლე ხერხს.


Комментариев нет:

Отправить комментарий