სტატიები



ქართულ-შუმერული პარალელები დროის ლექსიკაში










დატიური კონსტრუქცია


ქართული ზმნების  micemiTi (datiuri) ბრუნვის konstruqciis swavlebisaTvis
     ფსიქოლოგთა მიერ დადგენილია, რომ ნებისმიერი არამშობლიური(უცხო) ენის სწავლების დროს პროცესი უკეთ მიმდინარეობს, თუ მსმენელები გააცნორიერებენ და აღიქვამენ მასალას. თავის მხრივ ეს გამორიცხავს მოცემული თემემების მხოლოდ ზეპირად სწავლის დონეს, რაც მათ არ აძლევს დამოუკი- დიბელი კომუნიკაციის საშუალებას. გათვითცნობირებული სწავლების მეთოდებით შეთვისებული გრამატიკული და სინტაქსური კონსტრუქციები კი ხელს უწყობს ენობრივი შესაძლებლობებისა და ზეპირი მეტყველების პრაქტიკაში გამოყენების პროცესს.    
    როგორც აღმოჩნდა, აზერბაიჯანელ მოსწავლეთათვის ყველაზე ხშირად სირთულეს წარმოადგენს მიცემითი ბრუნვის კონსტრუქციების პრაქტიკული გამოყენების საკითხი.
ეს პრობლემა თავს იჩენს I თურმეობითის სწავლების პროცესში, როცა გარდამავალი ზმნების(ე.წ. ვინიანი ზმნები, ასეა მითითებული დღევანდელ სასკოლო სახელმძღვანელოებში) S მესამე პირში მიცემოთ ბრუნვაშია წარმოდგენილი. აზერბაიჯანულ ენაში არა თუ დატიური კონსტრუქცია S-ისათვის ბრუნვის ცვლა დამახასიათებელი საერთოდ არ არის. ამიტომ ჩვენს აღსაზრდელებს უწევთ მშობლიურ ენაში არსებული მზა ენობრივი კონსტრუქციების „მორგება“ ქართულ რეალობაზე. ამ საკითხის სწავლების პროცესში არსებულ ცოდნაზე ახლის დაშენება და შედარება-შეპირისპირების   გზაა ყველაზე მართებული. მაგრამ რას უნდა შევუდაროთ და შევუპირისპიროთ აღნიშნული ოდენობა, თუ ის  მშობლიურ ენაში არა აქვთ? ისევ ქართულ მასალას, ე.წ. მანიან ზმნებს. აზერბაიჯანულში არ არსებობს ქართულისთვის დამახასიათებელი საკუთრივ ინვერსიული, ანუ გრძნობა-აღქმის ზმნებიც, რომელსაც ჩემი კოლეგები მანიან ზმნებს უწოდებენ.
სამაგიეროდ, ყველა ჩემი კოლეგა ქართული ენის თავისებურებების ახსნას ყოველთვის ორი ზმნის maqvs და myavs1  ზმნების ნიუანსური გამიჯვნით იწყებს.   
   აქვს                                          მყავს
რა? (ნივთი)                                         ვინ? (ადამიანი)              რა? (ტრანსპორტი)2
წიგნი                                                              დედა                                   ხარი
კალამი                                                            ძმა                                       სახედარი
ქუდი                                                              შვილი                                 თვითმფრინავი
ხელი                                                             მეზობელი                          ველოსიპედი                
სწორედ ამ ორი ზმნის მაგალითზე ხდება შემდეგში ახალი ზმნების სწავლება, როგორებიციაა: მიყვარს, მინდა, მსურს, მჭირდება, მშია, მწყურია...
ეს ის ზმნებია, რომლებსაც ჩვენი აღსაზრდელები დაწყებითი კლასებიდან იცნობენ და უკვე IX კლასში, როცა III სერიის მწკრივებს  შეგნებული სწავლების დონეზე ითვისებენ, კარგად აცნობიერებენ მათ თავისებურებებს.   კონკრეტულად, ამ ზმნებს   S  მიცემით რუნვაში აქვთ, ხოლო  O - სახელობითში[მელიქიშვილი, გვ.43]:
    S                 O              S                          O
ბიჭს უყვარს ნაყინი.      გოგონას სჭირდება კალამი.
ამავე დროს მათ ისიც იციან, რომ ორი სერიის  მწკრივების მიხედვით ეს კონსტრუქცია უცვლელია. ეს ის ძველი მასალაა, რაცმოსწავლეებს ინტერაქციივის მეშვეობით უნდა გავუაქტიუროთ  მასზე ახალი ცოდნის  დასაშენებლად. ეს ზმნები მათ თავისებურ ზმნებად აქვთ ნასწავლი, მანიანი ზმნების სახელწოდებით, სადაც S-ურ პირს ამ პირის შესაბამისი O-ური პირის ნიშანი გამოხატავს, ხოლო O- პირს კი ამ პირის შესაბამისი S-ური პირის ნიშანი. რადგანაც მათ O მუდმივად III პირის ფორმა აქვთ, მისი ნიშანიც შესაბამისად SIII  მხოლობითის  -და -გახლავთ.
I თურმეობითის სწავლების პროცესი კი გარკვეულწილად სალექციო მეთოდით უნდა გადავცეთ. პირველ რიგში ამ მწკრივის წარსული დროის 3-ვე ნიუანსი [თალაკვაძე, გვ.215] უნდა მივაწოდოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ინვერსიულ ფორმებზე საუბარი [შანიძე, გვ. 310] და საჩვენებელი  ზმნების უღლება აწმყოსა და წარსული დროის სხვა მწკრივებთან ერთად:



1.      მოსწავლეები ამ ორი ზმნის კონსტრუქციაში არის  ზმნას იყენებენ, რადგან მათ ენაში სწორედ ეს ზმნა არსებობა-ყოფნასთან ერთად აღნიშნავს ქონა-ყოლის მოდალობას.
2.      myavs ზმნასთან დაკავშირებით აუცილებელია განმარტება, რომ ტრაბსპორტი ამ სემანტიკურ კონსტრუქციაში აზრობლივი კალკირების გზით მოხვდა.

      აწმყო
   უწყვეტელი
   წყვეტილი
             I თურმეობითი
მე     -წერ
შენ       წერ
ის         წერ-ს        
-წერ-დ-ი
    წერ-დ-ი
    წერ-დ-
და--წერ-ე
და-წერ-ე
და-წერ-
და-მ-ი-წერ-ი-ა     და-გვ-ი-წერ-ი-ა ჩვენ
და-გ-ი-წერ-ი-ა   და--ი-წერ-ი-ა-თ თქვენ
და-უ-წერ-ი-ა     და-უ-წერ-ი-ა-თ   მათ
მე     -ფიქრ-ობ
შენ       ფიქრ-ობ
ის       ფიქრ-ობ-ს        
-ფიქრ-ობ-დ-ი
    ფიქრ-ობ-დ-ი
   ფიქრ-ობ-დ-ა
მო--ი-ფიქრ-ე
მო-ი-ფიქრ-ე
მო-ი-ფიქრ-
მო--ი-ფიქრებ-ი-ა     მო-გვ-ი-ფიქრებ-ი-ა ჩვენ
მო--ი-ფიქრებ-ი-ა მო-გ-ი-ფიქრებ-ი-ა-თ
                                                       თქვენ
 მო-უ-ფიქრებ-ი-ა    მო-უ-ფიქრებ-ი-ა-თ    მათ
მე     -ა-კეთ-ებ
შენ     ა-კეთ-ებ
ის     ა-კეთ-ებ-            
-ა-კეთ-ებ -დ-ი
    ა-კეთ-ებ -დ-ი
   ა-კეთ-ებ -დ-
გა--ა-კეთ-ე
გა-ა-კეთ-ე
გა-კეთ-
გა--ი-კეთებ-ი-ა     გა-გვ-ი-კეთებ-ი-ა ჩვენ
გა--ი-კეთებ-ი-ა  გა--ი-კეთებ-ი-ა-თ თქვენ
გა-უ-კეთებ-ი-ა    გა--კეთებ-ი-ა-თ    მათ
ეს მოსწავლეებს შედარების შესაძლებლობას აძლევს და კარგად ხედავენ, რომ აწმყოსა და წარსული დროის 2 მწკრივში ვინის რიგის ნიშნები აქვთ ზმნებს, თურმეობითში კი ისინი სათანადო პირის მანის რიგით არის შეცვლილი და ზუსტად ისეთივე აგებულება  და დანიშნულება აქვთ პირის ნიშნებს, როგორც მქვია, მაცვია, მშია, მწყურია... ტიპის ზმნებში. და სწორედ აქ ვუხსნით, რომ პირის ნიშანთა გამოხატვის ფუნქციები „შებრუნდა“: ობიექტური პირის ნიშნები გამოხატავენ სუბიეტს და, პირიქით, სუბიექტური ნიშნები-ობიექტს (ჩვენს შემთხვევაში -ა სუფიქსი, ხოლო -ავ და -ამ თემისნიშნიან ზმნებთან -ს). კონსტრუქცია კი ამ ტიპის ყველა ზმნას ერთნაირი აქვს:
S                       O                                                                S                              O
ბიჭს უყვარს ნაყინი.                                                      კაცს  აუშენებია  სახლი    (მე ამიშენებია)
    გოგონას სჭირდება კალამი.                         გოგონას  დაუწერია დავალება.
                                                                                    (მე დანიწერია)
სუბიექტი(ქვემდებარე) მიცემით ბრუნვაში - პირის ნაცვალსახელი ფორმით მას და ობიექტი (დამატება)  სახელობითში -პირის ნაცვალსახელი ფორმით ის.


 ეს ანალოგია ჩვენი მოსწავლეებისათვის სრულიად საკმარისია, ფორმისა და კონსტრუქციის აღსაქმელად და, რაც მთავარია, დასამახსოვრებლად. ეს კი წინაპირობაა იმისა, რომ შემდეგში კომუნიკაციისათვის გამოიყენებენ ამ ფორმებს და საკუთარ აზრს უფრო სხარტად და ლოგიკურად გადმოსცემენ. თორემ ყველა ფილოლოგმა საკმაოდ კარგად იცის, რომ მესამე სერიის ფორმების წარმოებისას უფრო რთულ ოდენობასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, ინვერსია გამოწვეულია ირიბობიექტური პირის დაკარგვით(სამპირიანი ზმნა აღარ არსებობს) და აქტიური(მოქმედებითი გვარის) ზმნების მიერ პასიური (სტატიკური ვნებითის) ფორმების ჩანაცვლებით.



კავკასიური ზოდიაქო



“zodiaqos kavkasiuri wris” SesaZlo ganvrcoba
      Catarebulma gamokvlevebma, romlebic Seexeba saqarTvelos amJamindel da axlo warsulSi yofil teritoriebze Zveli sakulto nagebobebisa da taZrebis geografiul ganlagebas, mogvca maTi jgufurad rkalze ganlagebis suraTi. am taZrebSi igulisxmeba qristianuli Zeglebi, romlebic cnobili mizezebis gamo ZiriTadad igeboda winareqristianuli nagebobebis adgilze.
      taZrebis aseTi jgufi aRmoCnda eqvsi da maTi wrexazze ganlagebam mogvca garkveuli teritoriuli areali, romelsac pirobiTad SeiZleba yofili “arian qarTli”-s teritoria vuwodoT. aRniSnuli ganlageba Zalian gavs caze xiluli zodiaqos Tanavarskvlavebis ganlagebas. maT Soris ოთხი saqarTvelos amJamindel teritoriazea. esenia:“კირჩხიბი“ და “lomi”-s dasavleT saqarTveloSi, “qalwuli” da “saswori” aRmosavleT saqarTveloSi. eqvsidan ორi danarCeni (“marCbivi”  და “Rriankali”) amJamად TurqeTis da azerbaijanis teritoriebzea.
      gamokvlevebis პირველი Sedegebi dafiqsirebulia periodul gamocemaSi: “kavkasiis macne #2 თბ; 2000
      gaCnda azri, rom Tu saubaria uZveles droSi iberiul-kavkasiuri tomebis gansaxlebis arealze, is xalxebi, romlebsac saerTo naTesauri kavSirebi qondaT, SesaZloa, sakulto nagebobebis mSeneblobis aseTive wess iyenebdnen. an kidev, am xalxebSi arsebobda ciuri sxeulebis ganlagebasTan dedamiwaze nagebobaTa mSeneblobis dakavSirebis sxva sistemebic. amis precendentebi arsebobs msoflio praqtikaSi, magaliTad, egvipteSi piramidebis ganlageba, romlებic Seesabameba orionis TanavarskvlavedSi varskvlavTa ganlagebas, stounxenjis nageboba da sxva.
      aRniSnuli sakiTxebi kvlevis sagania da moiTxovs Sesabamisi mamtkicebeli masalebis moZiebas, maT sistematizacias da saintereso sakiTxebis gadawyvetas, rac cildeba erTi qveynis farglebs.    

















Комментариев нет:

Отправить комментарий